ახალი ამბები

ადვოკატი: შესაძლოა კარგიც იყოს, რომ მოსამართლე რ2–ის საქმეზე დღესვე აცხადებს გადაწყვეტილებას

3 ნოემბერი, 2015 •
ადვოკატი: შესაძლოა კარგიც იყოს, რომ მოსამართლე რ2–ის საქმეზე დღესვე აცხადებს გადაწყვეტილებას

“ჩვენ არ ველოდებოდით. ჩვენც გვეგონა, რომ რამდენიმე დღე მართლა დასჭირდებოდა, როგორც ეს თვითონ განაცხადა. თუმცა მე ამაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. პირიქით, მიმაჩნია, რომ შეიძლება კარგიც იყოს ის, რომ დღეს აცხადებს გადაწყვეტილებას… რამდენიმე დღის შემთხვევაში მასზე იძულების (და შანტაჟის) უფრო მეტი დრო და მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო,”– ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.


22 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განაცხადა, რომ მას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა გადაწყვეტილების მისაღებად. 


“განხილვის დასრულების შემდეგ მოსამართლეს მინიმუმ რამდენიმე დღე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა თამაზ ურთმელიძემ 22 ოქტომბერს.


საქმეზე არსებითი განხილვა დღეს დასრულდა, მხარეებმა საპაექრო სიტყვები უკვე წარმოთქვეს. მოსამართლე სათათბიროდ უკვე გავიდა და ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღესვე, 17:30–ზე გამოაცხადებს


სასამართლოში რუსთავი 2–ის საქმის მიმდინარეობის შესახებ წაიკითხეთ აქ

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას

მასალების გადაბეჭდვის წესი