ახალი ამბები

სასამართლოში რუსთავი 2 -თან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

2 ნოემბერი, 2015 •
სასამართლოში რუსთავი 2 -თან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები საპაექრო სიტყვით უნდა გამოვიდნენ. მოპასუხე მხარე ასევე აპირებს ახალი შუამდგომლობის დაყენებას.

 

მანამდე სასამართლო პროცესი ორჯერ გადაიდო რუსთავი-2 ის მხარის ადვოკატების შუამდგომლობის გამო, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

პარასკევს, 30 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა დააყენა შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე, რადგანაც მისი თქმით, მათ არ მიეცათ გონივრული ვადა, რომ ექსპერტ შოთა ივანაშვილის დაკითხვის ჩანაწერს გაცნობოდნენ და დაემუშავებინათ.  ივანაშვილი სასამართლო სხდომაზე გასულ ოთხშაბათს დაიკითხა მოსამართლემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს სარჩელს, რომელიც ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2- თან დაკავშირებით 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა.  

 

ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს  [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანაშვილი 4. გიორგი ყარამანაშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე  7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”],  ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის  60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და  “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც  ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა  შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997 $ -ად, თუმცა მოსარჩელის განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ  მიუღია.

 

მოსარჩელე ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის -18%-ის , შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამის” გამოცხადებას.

 

გარდა ამისა  ხალვაში ითხოვს:

  1. აღიარებულ იქნეს “რუსთავი 2″-ის ლოგოს ავტორად;

  2. გადაცემების ბოიარდის სასახლე, უკანასკნელი გმირის და ჯეობარის ავტორად;

  3. დაეკისროს რუსთავი 2 -ს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის  ანაზღაურება 200 ათასი აშშ დოლარის  ექვივალენტი ლარში ოდენობით;

  4. დაეკისროს რუსთავი 2-ის მხარეს მიყენებული ზიანის [მიუღებელი შემოსავლის] ანაზღაურება 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი