11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსთავი 2, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და საგარეჯოს არჩევნები.
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსთავი 2, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
11:00 საათზე მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მათ შორის ისაუბრებს შუალედური არჩევნებზე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00 საათზე საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამარ ხიდაშელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს, შეაჯამებს შუალედურ არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
13:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მის: ჟ.შარტავას N7 თბილისის მერია.
15.00 საათზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ორგანიზებით, წმინდა ბერის გაბრიელ სალოსის ხსნების დღესთან დაკავშირებით, ნავთლუღში წმინდანის სახელობის მოედნის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, წმინდა გაბრიელ ბერის მოედნიდან, მისივე სახელობის მშენებარე ტაძრის ტერიტორიამდე შედგება მსვლელობა, სადაც ჩატარდება ლოცვა და დაბრძანდება წმინდანის სახელობის ახლად დაწერილი ხატი. მის: ნავთლუღი, მამა გაბრიელის სახელობის მოედანი
ასევე, 2-5 ნოემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში.