“არჩევნებში სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული. ამ ყველაფერს ჩვენ გავაპროტესტებთ: სასამართლოს გზითაც, სამართლებრივი გზითაც, მაგრამ არსებობს მესამე გზაც – მე და ჩემი თანამოაზრეები ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს, გავამაგრებთ საპროტესტო კერას რუსთაველის ძეგლთან. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს და ამავდროულად, ვგეგმავთ ერთ დიდ აქციას 8 ნოემბერს, რომელიც იქნება დასაწყისი აქციების,” – აცხადებს ინაშვილი.
ირმა ინაშვილი და მისი მომხრეები გუშინ ღამით, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, სოფელ უჯარმის მე-13 საარჩევნო უბანთან შეიკრიბნენ, სადაც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. ინაშვილი უბანზე საკუთარი დამკვირვებლის შეშვებას მოითხოვდა.
მარტვილში “პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი კანდიდატი, ეთერ მეძველია ასევე, გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს. მეძველიას თქმით, “ქართული ოცნების” კანდიდატს, სოსო დანელიას ამომრჩეველმა ხმა იძულებით მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს 7540 ხმით, ხოლო მარტილის მუნიციპალიტეტის ყველა უბანზე, ასევე, “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია 9620 ხმით.