ახალი ამბები

პროკურატურა: საგარეჯოს შუალედური არჩვენების საქმეზე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა

21 მარტი, 2016 • 1295
პროკურატურა: საგარეჯოს შუალედური არჩვენების საქმეზე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

საქართველოს მთავარ პროკურატურის ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2016 წლის 25 თებერვალს დაიწყო საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე) მუხლით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო განცხადებები, რომლებიც ეხებოდა საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს.

საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, დაიკითხა 30-მდე მოწმე, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხსენებული არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით, აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი