ახალი ამბები

როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

2 ნოემბერი, 2015 • • 22002
როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან არ არის გამოუვალი მდგომარეობა და არც გადამდებია, მისი გამომწვევი შეიძლება იყოს არაერთი მიზეზი, მათ შორისაა სხვადასხვა შინაგანი ორგანოსა დაავადებები, თუმცა, მთავარი მიზეზი პირის ღრუს ჰიგიენას უკავშირდება.

 

უსიამოვნო სუნს, ძირითადად, პირის ღრუში, ენის ზურგის უკანა ნაწილში უხვად დასახლებული  ბაქტერიები იწვევს, მათ შორის ანაერობული ბაქტერიები. ისინი ყოველდღიურად შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე გოგირდოვან ნაერთებს, რასაც საკვები შეიცავს.

 

როდესაც ენის ზურგის გარდა ეს პროცესი დაავადებულ ღრძილებსა და კარიესულ ღრუებში მიმდინარეობს, ანაერობული ბაქტერიების რაოდენობა იზრდება, ინტენსიურად წარმოიქმნება გოგირდოვანი ნაერთები, შესაბამისად, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან სულ უფრო შესამჩნევი ხდება.  აქედან გამომდინარე, მკურნალობის მიზანი უნდა იყოს ასეთი პრობლემური სივრცეების აღმოფხვრა, ჟანგბადით გამდიდრება და ბაქტერიების რაოდენობის შემცირება.

 

თუ გსურთ ჰალითოზით გამოწვეული დისკომფორტი, სოციალური და ემოციური პრობლემები თავიდან აიცილოთ. უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

 

1. ყოველდღიურად უნდა დაიცვათ კბილების სწორი, ინდივიდუალური ჰიგიენა: გაიხეხოთ კბილები დღეში 2-3 ჯერ.

2. კბილთაშორისი სივრცეები გაიწმინდოთ კბილის ძაფით.

3.გამოიყენოთ პირის ღრუს ანტიბაქტერიული სავლები, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს და ენის სპეციალური საწმენდი.

4. გარდა ამისა, სტომატოლოგთან უნდა უმკურნალოთ კბილის კარიესს, ღრძილების დაავადებებს და 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ პირის ღრუს პროფესიული წმენდა.

 

რაც შეეხება კვებას, რეკომენდებულია შეამციროთ ტკბილეული, გაზიანი სასმელი,  ალკოჰოლი კი ჩაანაცვლოთ სუფთა სასმელი წყლით, რძით, ან უშაქრო ჩაით.

 

მთავარ პრობლემად ჰალითოზის შემთხვევაში რჩება ის, რომ ვეჩვევით და ვერ ვამჩნევთ მას. ხშირად, ერთადერთი გზა მის აღმოსაჩენად არის გარშემომყოფების კომენტარები, ამისგან კი  ყველა თავს იკავებს.

 

გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს, მომდევნო ვიზიტზე მარტივად ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს  და მიიღეთ პასუხი. 

 

“ინდიგოს” სტომატოლოგიური რჩევების მისაღებად შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი იუთუბზე. ასევე, გაეცნოთ კლინიკის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე

კონსულტაციაზე და ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომრებზე


თბილისი:

(+995 32) 2 731313; (+995) 514 311113

ბათუმი:

(+995) 514 131131 (+995 4 22) 27 11 81, (+995 4 22) 22 30 03

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი