“ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ცდილობს და დღითიდღე იზრდება. მე მგონი, კარგი პოლიტიკოსი ყალიბდება და ჩამოყალიბდება. ის პრეტენზიიები, რაც თქვენ გაქვთ, რომ თითქოს არაფორმალური მმართელობაა და ირაკლი მემორჩილება… მე არ ვაკადრებ ჩემს თავს, რომ ვინმეს ზედმეტი მივანიშნო და ის ემოციური გამოსვლა არც მე მომეწონა. ემოციურობა ზედმეტი ახლდა, როგორც მოქალაქეს აქვს უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის პრემიერ-მინისტრი და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს რამდენჯერმე მითხოვია მისთვის, მაგრამ აი, გაითვალისწინა” – ამბობს ივანიშვილი.

 

ივანიშვილი პრემიერის გამოსვლას მის ახალგზარდობასა და ნაკლებ გამოცდილებას უკავშირებს. როგორც ის აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერ-მინისტრია და მომავალში კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

 

“გამზადებულ პრემიერ-მინისტრს ვერ მოვიყვანთ. ჩვენ არ გვჭირდება მსგავსი ლიდერები, როგორიც იყო და მსგავსი გუნდი,”- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

დღეს, მარტვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბევრს არ მოსწონს მისი რიტორიკა, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *