ახალი ამბები

ავიაკომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინაში

15 მაისი, 2023 • 1676
ავიაკომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინაში

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimut), რომელიც 17 მაისიდან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისს კვირაში 7-ჯერ შეასრულებს, უკრაინის სანქციების სიაშია ჯერ კიდევ 2022 წლის 19 ოქტომბრიდან.

სანქცირების მიზეზი უკრაინის ხელისუფლებას შემდეგნაირად აქვს განმარტებული:

„კომპანია ოპერირებს ისეთ სექტორებში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ავიაკომპანია რუსეთის ხელისუფლებას სთავასობს მაღალი დონის მხარდაჭერას (სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვ) ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.“

ავიაკომპანია „აზიმუტი“ ჯერჯერობით სხვა ქვეყნების სანქციების სიაში არ არის მოხვედრილი.

„აზიმუტი“ ავიარეისებს, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სტამბოლისა და თელ-ვივის მიმართულებით ახორციელებს.

ავიაკომპანია არ დაფრინავს ევროპის მიმართულებით. მის ბალანსზე რუსული წარმოების, 19 ერთეული სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია. მართალია, აღნიშნულ თვითმფრინავებს თავად რუსეთი აწარმოებს, მაგრამ ნაწილების დიდი უმრავლესობა დასავლური კომპანიებიდან არის იმპორტირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი