ახალი ამბები

„ჯორჯიან ეარვეისი“ პეტერბურგშიც იფრენს

28 ნოემბერი, 2023 • 909
„ჯორჯიან ეარვეისი“ პეტერბურგშიც იფრენს

თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის „ჯორჯიან ეარვეისი“ რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს.

კომპანიის ვებ-გვერდზე უკვე დამატებულია რუსეთის მეორე ყველაზე დიდი ქალაქის მიმართულება. არსებული ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი“ სანქტ-პეტერბურგში, აეროპორტ პულკოვოში, ოთხშაბათსა და კვირას იფრენს.

ბილეთის ფასები, ერთი მიმართულებით, 700 ლარის ფარგლებში მერყეობს.


მოსკოვის მიერ შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023-ის მაისში აღდგა, რის შემდეგაც პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანიებმა და „ჯორჯიან ეარვეისმა“ დაიწყეს.

ფრენების აღდგენას მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის, ასევე აშშ-ის და ევროკავშირის ნეგატიური რეაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი