ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეზოში შეკრებილ ხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა

22 ოქტომბერი, 2015 • 1118
ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეზოში შეკრებილ ხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა

“მე მინდა გითხრათ, რომ თქვენმა თანადგომამ, თქვენმა ერთიანობამ დღეს გამოიღო შედეგი და მცირე, მაგრამ გამარჯვება მოიტანა. იმიტომ, რომ მოსამართლე ურთმელიძემ უკან დაიხია და ვერ გაბედა დღეს გადაწყვეტილების გამოცხადება. როგორც იცით, პროცესი ორშაბათს განახლდება და უნდა ველოდოთ, რომ გადაწყვეტილება ორშაბათს იქნება გამოტანილი სარჩელთან დაკავშირებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთი რამე, რაც ხელს ააღებინებს ამ მთავრობას, რომ “რუსთავი 2” ხელში ჩაიგდოს, ეს ხალხის ხმაა – ეს ხმა დღეს გაიგეს,”– განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებს ორშაბათს კვლავ შეკრებისაკენ მოუწოდა. ხვალ “რუსთავი 2″–ის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთათვის კონცერტი გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი