“ბათუმში დაიწყო გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება), რაც შეეხება ახალციხეს, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული თბილისში ბიბლიოთეკის ფაქტზე”, – განგვიმარტეს შსს-ში.
გუშინ, 21 ოქტომბერს, გვიან ღამით, გარკვეულმა ჯგუფებმა ბათუმში და ახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებსა და თბილისში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას წითელი საღებავები შეასხეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.