ახალი ამბები

გია თევდორაძე: ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

15 ოქტომბერი, 2015 •
გია თევდორაძე: ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 11 საათიდან პირველ საათამდე აქცია გაიმართა, რომელზეც “თავისუფალი ზონის” წევრების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა გია თევდორაძემ განაცხადა, რომ აქცია დაიგეგმა სოციალური ქსელით “ფეისბუქით”.

 

“მოთხოვნა იყო თავისუფალი სიტყვის დევნის დასრულება საქართველოში, რაც გამოხატება ხელისუფლების სამარცხვინო კამპანიის წარმოებით “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ. უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მხედველობაშია მირიან დეისაძე, ნიკა ნარსია და კახა გაბუნია, რომელთაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. ეს იყო ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი”, – განაცხადა გია თევდორაძემ.

 

პარლამენტარის თქმით, აქცია იყო გამაფრთხილებელი და თუ ხელისუფლება კვლავ ეცდება დაშინებისა და თავისუფალი სიტყვის დათრგუნვის გზით საქართველოში მდგომარეობის შელამაზებას, აქციები მიიღებს ფართომასშტაბიან ხასიათს. გია თევდორაძის მოსაზრებით, ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი