ახალი ამბები

შსს: მოსამართლე ურთმელიძის დედის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

13 ოქტომბერი, 2015 •
შსს: მოსამართლე ურთმელიძის დედის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

უწყების პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ ვინ არის საქმეში ბრალდებულად და დაზარალებულად ცნობილი.

 

გუშინ, 12 ოქტომბერს “რუსთავი 2″–ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია, რომ 2014 წლის 7 იანვარს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედამ, მდინარა გიორგობიანმა თავისი სიძე ვალერი სილაქაძე ნაჯახით დაჭრა. ვალერი სილაგაძე ამბობს, რომ დავა შეეხებოდა ბინას, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის დარეჯან ურთმელიძის საკუთრება იყო.

 

ვალერი სილაგაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ  მაშინ ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა იგი არ უცვნიათ დაზარალებულად 2015 წლის ივლისამდე, მას შემდეგ, რაც თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა დაიწყო.

 

რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლის ოჯახის წევრი პროკურატურის მძევალია და მას პატიმრობა ემუქრება. მისი განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მსხვერპლი პროკურატურის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლია. 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე “რუსთავი 2”-ის მეწილეებსა და ქიბარ ხალბვაშის დავას განიხილავს. სასამართლომ საქმე წარმოებაში 2015 წლის 10 აგვისტოდან მიიღო. ხოლო 2015 წლის 6 აგვისტოს “რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილი დააყადაღა2015 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი