ახალი ამბები

აგულაშვილი: ნენსკრა ჰესის მშენებლობას პრობლემა არ ექნება, თუ ჩვენი პირობები შესრულდება

12 ოქტომბერი, 2015 •
აგულაშვილი: ნენსკრა ჰესის მშენებლობას პრობლემა არ ექნება, თუ ჩვენი პირობები შესრულდება

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნენსკრა ჰესის მშენებლობას პრობლემა არ ექნება, თუ ეს პირობები შესრულდება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზების გამომწვევს და გავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები და არა შედგებს. შედეგებთან ბრძოლა გაცილებით ძვირი გვიჯდება, ცალკეულ შემთხვევებში შედეგების ლიკვიდაციის პროცესში შესაძლებელია ისეთი დიდი იყოს ადამიანის მსხვერპლი, რომ მას ვერანაირი მატერიალური განზომილება ვერ აანაზღაურებს.

 

აღნიშნული გიგლა აგულაშვილმა „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” პროგრამის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

 

მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო რეორგანიზაციის შედეგად გაძლიერდა ფუნქციურად და ინსტიტუციურად. დაიბრუნა ბუნებრივი რესურსების (მათ შორის ტყის) მართვის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ფუნქციები.

 

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ შემუშავდა და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, სატყეო სექტორში დაინერგა ტყის მართვის პრინციპები, აღდგა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის მასივი, რომლის ფართობი 80 ჰექტარს შეადგენს.

 

ბორჯომ-ბაკურიანსა და ხარაგაულში ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან ტყეში დამონტაჟდა ჰერომონიანი მწერსაჭერები, რომლის შედეგად განადგურდა სამი მილიონი მავნებელი მწერი, რამაც შეაჩერა წიწოვანი ტყის მასივის ხმობა.

 

მინიტრმა აღნიშნა, რომ გამკაცრდა სანქციები და დაიწყო კონტროლი უკანონო ბუნებათსარგებლობაზე. 2013 -2015 წლებში  გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 19 198 ფატქი. სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 8 674 630 ლარი შეადგინა.

 

გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში შეიქმნა დაცული ტერიტორიები – ოკაცეს კანიონი, ჯავახეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები,  დასრულდა დემარკაცია 22 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე, შეიქმნა 16 ბუნების ძეგლი, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 1,2 % -ით გაიზარდა. 

 

მინისტრის ანგრიშში აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების კატალოგიზირება და შედგა 947 კადასტრი, საქართველოს 9 ქალაქის 58 წერტილში განხორციელდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები ჰაერის ხარისხის შეფასების მიზნით. პირველად დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 3 სადგური მდინარეებზე  – ყვირილა, კაზრეთულა და მაშავერა, რაც წყლის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მდინარე ვერეს აუზში განხორციელდა მოცულობითი ჰიდრომეტრიული და ტოპოგრაფიული სამუშაოები, რის შედეგად განხორციელდა წყალდიდობა-წყალმოვარდნების შედეგად შესაძლო დატბორვის არეალების განსაზღვრა.

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი