ახალი ამბები

ღარიბაშვილი: აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე საუბარი სრული აბსურდია

12 ოქტომბერი, 2015 • • 947
ღარიბაშვილი: აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე საუბარი სრული აბსურდია

“არავითარი გადახედვა არ იგეგმება. აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის. გვაქვს და გვექნება მომავალშიც ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. რომელმა პოლიტიკოსმა შეიძლება იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე. ეს არის სრული აბსურდი. გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ვიზიტი იყო ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელზეც მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

 ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიუ იორკი, აშშ, 01 ოქტომბერი, 2015. ©EPA/JASON SZENES
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიუ იორკი, აშშ, 01 ოქტომბერი, 2015. ©EPA/JASON SZENES

მასალების გადაბეჭდვის წესი