ახალი ამბები

რომან გოცირიძე: რაც გაზპრომთან დაკავშირებით ხდება, სახელმწიფო ინტერესების ღალატია

12 ოქტომბერი, 2015 • 1598
რომან გოცირიძე: რაც გაზპრომთან დაკავშირებით ხდება, სახელმწიფო ინტერესების ღალატია

“ის, რაც გაზპრომთან დაკავშირებით ხდება, ეს არის სახემლწიფო ინტერესების ღალატი. არ მოიძებნება არც უცხოელი, არც ქართველი ექსპერტი, რომელიც ან ეკონომიკურად, ან სხვა რაიმე ლოგიკის მოშველიებით დაასაბუთებდა მის აუცილებლობას. ეს არის სუფთა პოლიტიკური თამაში, რომელიც არის სახიფათო ქვეყნისათვის. მას არავითარი ეკონომიკური შინაარსი არ აქვს,”– განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია გაზპრომი კონკურენტი იყოს საქართველოს ბაზარზე. მისი განცხადებით, გაზპრომი შეიძლება იყოს მხოლოდ მონოპოლისტი. 

რომან გოცირიძე. ფოტო – გოცირიძის ფეისბუკის გვერდიდან
რომან გოცირიძე. ფოტო – გოცირიძის ფეისბუკის გვერდიდან


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დივერსიფიცირების მიზნით საქართველო ფიქრობს გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე. კახა კალაძე უახლოეს პერიოდში მორიგ შეხვედრას გამართავს “გაზპრომის” წარმომადგენლებთან. 

 

მოულოდნელი იყო აზერბაიჯიანისა და საქართველოს მედიისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში გუშინ, 11 ოქტომბერს. როგორც haqqin.az წერს, ღარიბაშვილი მაშინვე პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შესახვედრად გაემართა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი