ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი თბილისს ერთი დღით ესტუმრება

30 სექტემბერი, 2010 • • 1233
ნატოს გენერალური მდივანი თბილისს ერთი დღით ესტუმრება

ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში 1 ოქტომბერს დაიწყებს. პირველად ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრება. გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ რასმუსენი თავდაცვის სამინისტროში გამოვა სიტყვით.

რასმუსენს შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ მინისტრთან ნიკა გილაურთან.

ანდრეს ფოგ რასმუსენი ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან ერთად ნატოს სამეკავშირეო ოფისს გახსნის.

გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს სააკაშვილთან ერთობლივი ბრიფინგით დაასრულებს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

რასმუსენს დღეს საღამოს აეროპორტში გიორგი ბარამიძე დახვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი