ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

„ჩვენი მომავალი არის ევროპა“ — ზაზა თელია

10 აპრილი, 2024 • 1103
„ჩვენი მომავალი არის ევროპა“ — ზაზა თელია

„ჩვენი მომავალი არის ევროპა. არ განიხილება არც საბჭოთა კავშირი, არც რუსეთი. არც განათლების და არც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამას ვადასტურებ 100%-ით“, — ამბობს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ნეტგაზეთთან საუბრისას კითხვაზე, როგორ აფასებს რუსული კანონის მიღების პერსპექტივას საქართველოში. თუმცა აღნიშნავს, რომ კანონპროექტს არ იცნობს და მის განხილვას ვერ შეძლებს.

„კანონპროექტს ვერ განვიხილავ და შევაფასებ იმიტომ, რომ არ ვიცნობ, არ წამიკითხავს, არ ვიცი, რა წერია და როგორ. თუ სანქცირება მოხდება ისეთი ქვეყნების, რომლებიც ჩვენი მტერი ქვეყნებია და მათგან წამოსული დაფინანსების, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ იქნას მიღებული კანონი, რომელიც ამათ სანქცირებას მოახდენს.

მაგრამ თუ სანქცირება შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ჩვენი განვითარებისთვის თანხებსაც ხარჯავენ, რა თქმა უნდა, მაშინ არ უნდა იქნას მიღებული“ ,— ამბობს ზაზა თელია.


  • ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.
  • კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
  • კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
  • ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.
  • რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი