საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა სექტემბერში უეფას ერთა ლიგის ფარგლებში დაგეგმილი მატჩებისთვის ცნობილია.

ვილი სანიოლიმ ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ორი დებიუტანტია — უკრაინული ჩერკასის წევრი, პოზიციით ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური კაირათის მცველი ლუკა გადრანი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე:

  • გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი),
  • გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი),
  • ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი).

დაცვა:

  • გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი),
  • ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი),
  • გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი),
  • ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი),
  • ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია),
  • გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია),
  • ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა),
  • ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი),
  • ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:

  • გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი),
  • ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია),
  • გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი),
  • სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია),
  • შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა),
  • გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი),
  • საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ),
  • გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი),
  • ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია),
  • ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია),
  • ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს იწყებენ. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება, C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

უეფას ერთა ლიგის აღნიშნულ ციკლში ნაჩვენები შედეგი მნიშნველოვანია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის მოპოვების თვალსაზირისითაც.

დეტალურად ამის შესახებ წაიკითხეთ: რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

რაც შეეხება დაგეგმილ შეხვედრებს, მატჩების განრიგი ასე გმაოიყურება:

7 სექტემბერი: ​საქართველო – ჩეხეთი
10 სექტემბერი: ალბანეთი – საქართველო
11 ოქტომბერი: უკრაინა – საქართველო
14 ოქტომბერი: საქართველო – ალბანეთი
16 ნოემბერი: საქართველო – უკრაინა
19 ნოემბერი: ჩეხეთი – საქართველო