ახალი ამბები

დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე – მედია

25 მარტი, 2024 • 1127
დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე – მედია

როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილ გოლუბევის და ტელეგრამ არხის “Eto Rostov” ცნობით, 24-25 მარტის ღამეს რუსეში, ნოვოჩერკასკის GRES თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა.

წყაროების ცნობით, რუსეთის სამხრეთით მდებარე დიდ ელექტროსადგურს, სავარაუდოდ, დრონებით დაესხნენ თავს.

ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ როსტოვის თავზე, სულ მცირე ,10 დრონის ხმა ისმოდა, შემდეგ კი აფეთქებების ხმა ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურის მიდამოებში გაისმა.

ხანძარს მოჰყვა ტიხორეცკაიას და როსტოვსკაიას 330- კილოვატიანი მაღალი ძაბვის ხაზების ავტომატური გათიშვა.


ნოვოჩერკასკის GRES თბოელექტროსადგური არის სიდიდით მეორე ელექტროსადგური როსტოვის ოლქში, როსტოვის ატომური ელექტროსადგურის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი