ახალი ამბები

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

1 მარტი, 2024 • 1298
ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

დღეს, 1 მარტს, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზ ერუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დაკრძალეს.

მას შემდეგ, რაც ნავალნის ოჯახს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ცხედარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდნენ, თუ მას ჩუმად დაკრძალავდნენ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეზღუდა ცერემონიაზე ხალხის მობილიზება. გარდა ამისა, შეზღუდეს მობილური ქსელების მუშაობა და ინტერნეტის მიწოდება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამის მიუხედავად, სასაფლაოს შესასვლელთან რამდენიმე ასეული მეტრის რიგი შეიქმნა იმ ადამიანებისა, ვისაც ნავალნისთვის პატივის მიგება უნდოდა. მათ ნავალნის ცხედარი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს. CNN-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ შეკრებილთა ნაწილი სასაფლაოზეც შეუშვეს.

ალექსეი ნავალნის დაკრძალვა. ნავალნის დაკრძალვა (Photo MAXIM SHIPENKOV / EPA)

 

ალექსეი ნავალნის დაკრძალვა (Photo by SERGEI ILNITSKY / EPA)

ამავე თემაზე:


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.

ნავალნის ცხედარი ოჯახს მისი გარდაცვალების გამოცხადებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი