ახალი ამბები

ჯო ბაიდენი ნავალნის ცოლსა და შვილს შეხვდა

23 თებერვალი, 2024 • 734
ჯო ბაიდენი ნავალნის ცოლსა და შვილს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულიასა და შვილს, დაშას თეთრ სახლში შეხვდა.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ მიუსამძიმრა მათ და ხაზი გაუსვა, რომ „ალექსეის სიმამაცის მემკვიდრეობა იულიასა და დაშაში განაგრძობს სიცოცხლეს, ისევე როგორც რუსეთში მყოფ უამრავ ადამიანში, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დააწესებს ნავალნის სიკვდილის გამო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი