ახალი ამბებიხელოვნება

„თეატრ სახელოსნო 42-ში” ამოქმედდა 50% -იანი ფასდაკლება სტუდენტებისთვის

20 თებერვალი, 2024 • 1940
„თეატრ სახელოსნო 42-ში” ამოქმედდა 50% -იანი ფასდაკლება სტუდენტებისთვის

თეატრში „თეატრი სახელოსნო 42″ ამოქმედდა სტუდენტური ფასდაკლება, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თეატრის გვერდი.

სტუდენტური ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლება ყველა სასწავლებლის სტუდენტს. ფასდაკლება იმოქმედებს ყველა სპექტაკლზე და იქნება 50%-იანი.

      ფასდაკლების მისაღებად საჭიროა: 

  • მიხვიდეთ თეატრის სალაროში და წარადგინოთ სტუდენტობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.
  • სალარო იმუშავებს 17:00-დან – 20:00-მდე.

ასევე, თეატრის ფოიეში გაიხსნა სალარო, რომელიც იმუშავებს 17:00-დან 20:00-მდე. ამიერიდან, მაყურებელს ადგილზეც შეეძლება სპექტაკლის ბილეთების შეძენა.

„თეატრი სახელოსნო 42″ მდებარეობს აკაკი წერეთლის გამზირის 114 ნომერში – (Factory Tbilisi – ის ტერიტორიაზე). შესასვლელი კი აქვს დავით ბაქრაძის ქუჩიდან – დავით ბაქრაძის ქუჩა #3.

„თეატრი სახელოსნო 42″ 2023 წლის 21 სექტემბერს გაიხსნა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ლევან წულაძე.

 

 

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია:

სახელმწიფო თეატრები სტუდენტური ფასდაკლებების გარეშე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი