ახალი ამბები

უკრაინის საელჩო საქართველოს მოუწოდებს „ასაფეთქებლის საქმის“ პოლიტიზების თავშეკავებისკენ

6 თებერვალი, 2024 • 541
უკრაინის საელჩო საქართველოს მოუწოდებს „ასაფეთქებლის საქმის“ პოლიტიზების თავშეკავებისკენ

უკრაინის საელჩო საქართველოში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ასაფეთქებლის აღმოჩენის საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული მხარე ამოწმებს სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციას და არკვევს ყველა გარემოებას. საელჩო იმედოვნებს, რომ „ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს“.

„უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.  საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.

გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი