უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება.

ზელენსკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის გადაუჭრელი საკითხები არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს.

„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე.

უკრაინა ყოველთვის სცემდა და კვლავაც სცემს პატივს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და მის ხალხს.

ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალშიც“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა. კობახიძის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრეს, ვინაიდან ის დახურული ფორმატის იყო. თუმცა, როგორც კობახიძე აცხადებს, საუბრის ინიციატორი ზელენსკი იყო, რასაც თავად მყისიერად დათანხმდა.