დღეს, 26 იანვარს, პარლამენტის შენობაში დაპირისპირება იყო.

ერთმანეთს, სავარაუდოდ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაპირისპირება პარლამენტის სასადილოში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა.

მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.