ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ვულოცავ შობასა და ნათლისღებას სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, განსაკუთრებით – ჩვენს თანამოქალაქეებს

6 იანვარი, 2024 • 1182
ზურაბიშვილი: ვულოცავ შობასა და ნათლისღებას სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, განსაკუთრებით – ჩვენს თანამოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. მისალოცი განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი – საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს.

მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ. ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”, – წერს პრეზიდენტი.

დღეს, 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი