ახალი ამბებირეკლამა

ფულადი გზავნილები დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქართული საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესის საშუალებით

30 მაისი, 2022 • 2481
ფულადი გზავნილები დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქართული საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესის საშუალებით

ფულადი გზავნილების ერთადერთი ქართული საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესისთვის დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

ამ მიმართულებებზე სისტემა დაარსების დღიდან, ათწლეულზე მეტია, მუშაობს. მომხმარებელებს სთავაზობს სწრაფ ფულად გზავნილებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოლდოვაში, რუმინეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, სომხეთში და სხვ. ასევე ახორციელებს ფულად გზავნილებს ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მსოფლიოს 70-მდე სახელმწიფოში. 

მოლდოვაში ინტელიექსპრესი ერთ-ერთი წამყვანი ფულადი გზავნილების სისტემაა და ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. სისტემის ფულადი გზავნილების მიღება და განაღდება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი. მოლდოვა ძირითადად ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყანაა. ინტელექსპრესის სისტემით მოლდოვაში აქტიურად ხორციელდება ფულადი გზავნილები დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, იტალიიდან და ისრაელიდან. არის გარკვეული გზავნილების ნაკადი საქართველოდან მოლდოვაშიც. აღსანიშნავია, რომ სტაბილურად იზრდება გზავნილები მოლდოვადან საქართველოს მიმართულებით. საქართველოდან, ინტელიექსპრესის სისტემით, მოლდოვაში ფულადი გზავნილები, როგორც ინტელიექსპრესის ფილიალებიდან, ისე ნებისმიერი ბანკიდან იგზავნება.

რუმინეთშo ინტელიექსპრესს პარტნიორთა ქსელის საშუალებით განაღდების 100-ზე მეტი წერტილი აქვს და ფარავს ქვეყნის მთელს ტერიტორიას. რუმინეთში აქტიურად ხორციელდება ფულადი გზავნილები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან. რუმინეთის მიმართულებით ინტელიექსპრესის ფილიალებიდან სწრაფ ფულად გზავნილებთან ერთად ხორციელდება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვები (SEPA-ს გადარიცხვები). საბანკო გადარიცხვების ტარიფი იწყება 4 ევროდან, და ჩარიცხვა ხდება 1 სამუშაო დღეში, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გარეშე.

ინტელიექსპრესი უზბეკეთსა და ყაზახეთშიც ათწლეულზე მეტია ოპერირებს. ხელმისაწვდომია ორივე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, აქვს სრული დაფარვა. უზბეკეთში გზავნილები იგზავნება ისრაელიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კვიპროსიდან. რაც შეეხება ყაზახეთს ბოლო პერიოდში საგრძნობლადაა გაზრდილი გზავნილების ნაკადი ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით.

საქართველოში ინტელიექსპრესის ფულადი გზავნილები ხელმისაწვდომია, როგორც კომპანიის ფილიალებში, ისე ნებისმიერ ბანკში და სხვადასხვა აგენტის ოფისებში.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი მუდმივად ანვითარებს საკუთარ სისტემას და აფართოებს ქსელს. ინტელიექსპრესი ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, თურქეთში, იტალიასა და საქართველოში. ინტელიექსპრესის სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი