ძლიერმა ქარმა მთელი საქართველოს მასშტაბით პრობლემები შექმნა.
ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა. ბათუმის მერიის ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები და საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.
მახინჯაურში ხე წაქცევამ რკინიგზის საკონტაქტო ქსელი დააზიანა, რის გამოც მატარებლის რამდენიმე რეისი შეფერხებით მუშაობდა.
უამინდობამ პრობლემები შექმნა აღმოსავლეთ საქართველოშიც. გარდაბანში ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი დაზიანდა. გარდაბნის მერიის ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა და მოსულმა წვიმამ პრობლემები შეყვარლის მუნიციპალიტეტში დააზიანა 18 საცხოვრებელი სახლის სახურავი და ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები.