ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

5 ნოემბერი, 2023 • 1330
ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინიის ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენი რეგიონში ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ მეორეჯერ იყო ჩასული. მისი და აბასის შეხვედრა წინასწარ არ იყო დაანონსებული.

შეხვედრა შედგა ქალაქ რამალაში, პალესტინის დე ფაქტო დედაქალაქში. მედის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ განაგრძობს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის და სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების აღდდგენის მხარდაჭერას. აბასსა და ბლინკებს აგრეთვე განუხილავთ მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროში ძალადობის ზრდა. დასავლეთ სანაპიროს ნაწილი ისრაელის მიერაა ოკუპირებული.

ბლინკენი ტურნეს განმავლობაში სხვა რეგიონალურ ლიდერებსაც შეხვდა, ხოლო ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ისაუბრა ჰუმანიტარული პაუზის დაწყების საჭიროებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი