ახალი ამბები

ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა — ხვიჩია

31 ოქტომბერი, 2023 •
ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა — ხვიჩია

დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მიერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფას.

“მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა. ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე”, — წერს ხვიჩია ფეისბუქგვერდზე.

ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი ფრაზებით დღეს, 31 ოქტომბერს მიმართა. „უსინდისო, და სამარცხვინო მატყუარა და უღირსი ადამიანი“, –  ამ სიტყებით მოიხსენია მან ოპოზიციონერი დეპუტატი.

სექსისტური და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენია “ქართული ოცნების” კიდე ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა დეპუტატი ანი წითლიძეც. მან ოპოზიციონერ კოლეგას “ფარჩაკი” და “ბანძი ქალი” უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თანაპარტიელებს არ გამოხმაურებია სხდომის წამყვანი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. უფრო მეტიც, მან ალუდა ღუდუშაურს საუბრისთვის დრო დაუმატა.

ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.

“როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად, როგორ ან რა მიზნით სხედხართ?”, – ასე მიმართა მან თანაპარტიელებს.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი