ახალი ამბები

პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ — მელია ენმ-ის კაც დეპუტატებს

31 ოქტომბერი, 2023 • 1039
პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ — მელია ენმ-ის კაც დეპუტატებს

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს საკუთარი პარტიის მენეჯმენტსა და “განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებს” და ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტურ და ღირსების შემლახავ განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

საქმე ეხება “ქართული ოცნების” დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას სექსისტურ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს ქალი დეპუტატების, ანი წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ.

“როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად, როგორ ან რა მიზნით სხედხართ? […]

პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ, პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ რაიმე სიტუაციაში”, — წერს ნიკა მეილია ფეისბუქგვერდზე.

მელია თანაპარტიელებს შეახსენებს, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან და დეპუტატის მანდატს ვერც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იყენებენ.

მმართველი პარტიის დეპუტატება ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს დღეს, 31 ოქტომბერს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი