ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ულოცავს საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტის ჩავარდნას.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ პროცესმა დააზიანა საქართველოს რეპუტაცია.
„დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი. მაგრამ დიდი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას. ახლა ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ზიანის აღმოსაფხვრელად და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი დეკემბერში“, — წერს ვიოლა ფონ კრამონი.
Democratic institutions proved to be more resilient than the oligarch.
Congrats, President @Zourabichvili_S. But a big damage was done to #Georgia‘s reputation. Now we must all redouble our efforts to undo the damage & ensure that ?? becomes an ??EU candidate in December https://t.co/nxO4vvZGnn— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) October 18, 2023
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ მისცა ხმა ერთმა დეპუტატმა. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, ე.ი. 100 დეპუტატი.