ახალი ამბები

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა სჭარბობდეს – საფრანგეთის საგარეო იმპიჩმენტზე

17 ოქტომბერი, 2023 • 884
ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა სჭარბობდეს – საფრანგეთის საგარეო იმპიჩმენტზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან.

“ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა სჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საჭირო რეფორმების განხორციელებაზე. კერძოდ, ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს, გამოცხადდა. დასკვნას მხარი დაუჭირა პლენუმის 9 წევრიდა 6-მა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი