ახალი ამბები

„თანაბრად მიუღებელია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია“ – საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდები

16 ოქტომბერი, 2023 • 1460
„თანაბრად მიუღებელია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია“ – საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდები

„ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია!“, – აცხადებენ საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდები საერთო განცხადებაში.

მათი თქმით, მიმდინარე კონფლიქტები არ შეიცავს რელიგიურ შინაარსს და „არ გულისხმობს იუდეველ და მუსლიმ საზოგადოებებს შორის დაპირისპირებას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოჭარბებული ემოციების ფონზე [..] ვხედავთ ზედაპირულ და ხშირ შემთხვევაში სიძულვილის ენაზე დაყრდნობილ მოწოდებებს“. საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდების თქმით, ისინი ერთნაირად გმობენ ანტისემიტიზმის და ისლამოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას.

„მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ჩვენი საერთო ხმა ისმოდეს ამ მავნებლური განწყობების შექმნის, გაღვივებისა და გავრცელების წინააღმდეგ. ისტორიამ ბევრჯერ გვაჩვენა, რისი მოტანა შეუძლია ანტისემიტიზს. ისლამოფობიით ნაკვები საზოგადოება ვერასდროს შექმნის მშვიდობიან, სამართლიან და თანასწორობაზე ორიენტირებულ საზოგადოებას. ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია!

თითოეული ჩვენგანისთვის ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის, ბავშვის, ქალის, მოხუცის მკვლელობა ერთნაირად მიუღებელია ნებისმიერი განსხვავებულობის მიუხედავად. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს“, – ხაზს უსვამენ ისინი.

განცხადებას ხელს აწერენ [განცხადებას ხელმომწერები პერიოდულად ემატება]:

  • მშვიდობის სინაგოგა,
  • მშვიდობის მეჩეთი,
  • პროგრესული იუდაიზმის ცენტრი “დორ ლედორ”,
  • მიხეილ გრიშაშვილი
  • ქეთი ჩიკვილაძე,
  • ლია დეკანაძე,
  • გიორგი ბროლაძე,
  • ნესტან ანანიძე,
  • მაია რიჟვაძე,
  • ზაზა მიქელაძე,
  • ზეინაბ წულუკიძე,
  • თეონა დალაქიშვილი,
  • თორნიკე ნამიჭეიშვილი,
  • ზურაბ ჩიქვილაძე,
  • ოქტაი ქაზუმივი,
  • ანი ნოზაძე,
  • ილონა ლევინეც,
  • ავთანდილ შავაძე,
  • აითაჯ ხალილი,
  • თოზუ გულმამედლი,
  • მერი ჭელიძე,
  • სემა სადიქ,
  • ეკატერინე ჯიშიაშვილი,
  • ბადრი ნაკაიძე,
  • ჰურიე აბაშიძე,
  • აიჰან ჰასანლი,
  • თამთა თავართქილაძე,
  • თამთა შავაძე,
  • რაუფ ნოვრუზალოვი,
  • თამუნა იაკობაძე,
  • ნათია ჭელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი