ახალი ამბები

„მთავარი აქცენტი – სახმელეთო ოპერაცია“ – ისრაელი „შემდეგი ეტაპისთვის“ მზადყოფნაზე აცხადებს

14 ოქტომბერი, 2023 •
„მთავარი აქცენტი – სახმელეთო ოპერაცია“ – ისრაელი „შემდეგი ეტაპისთვის“ მზადყოფნაზე აცხადებს

ისრაელის თავდაცვის ძალები [„ცაჰალი“] აცხადებს, რომ მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების „შემდეგი ეტაპისთვის“, რომლის ძირითადი აქცენტიც სახმელეთო ოპერაციებზე გაკეთდება.

„ცაჰალის ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულნი და მზად არიან სამხედრო მოქმედებების შემდეგი ეტაპებისთვის, რომელთა მთავარი აქცენტიც მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია იქნება.

ახლა ცაჰალი ემზადება ფართო სპექტრის შეტევითი ოპერატიული გეგმების განსახორციელებლად, რაც მათ სორის მოიცავს კომპლექსურ და კოორდინირებულ თავდასხმას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან“, – აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, ჯარისკაცებთან შეხვედრისას, თქვა, რომ „შემდეგი ეტაპი იწყება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი