ახალი ამბები

სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა დატოვა

26 სექტემბერი, 2023 • 1446
სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სებ-ში დაუდასტურეს.

BMG-ის ინფორმაციით, გვანცა ცქიტიშვილმა სებ-იდან წასვლის შესახებ Facebook-ზე შემდეგი პოსტი დაწერა: „როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება“.

მანამდე, 20 სექტემბერს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

რამდენიმე ბანკმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი