ახალი ამბები

„რეფორმების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია“ — ხერტ იან კოპმანი

25 სექტემბერი, 2023 • 1261
„რეფორმების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია“ — ხერტ იან კოპმანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორ ხერტ იან კოპმანს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით, ამჯერად ბრიუსელში, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დისკუსია ძირითადი ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია განახორციელოს 12 პრიორიტეტის მიმართულებით წინსვლისთვის. რეფორმები და მათი იმპლემენტაცია კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის“, — წერს ხერტ იან კოპმანი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა ამ პრიორიტეტების შესრულების პროცესში და მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ აღნიშნული ასახვას ჰპოვებს ევროკომისიის ანგარიშში.

ამ თემაზე:

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი