ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

25 სექტემბერი, 2023 • 1030
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია და დარჩიაშვილი 25-26 სექტემბერს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში.

ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი