ახალი ამბები

იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია

25 სექტემბერი, 2023 • 1178
იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია

იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, შეფერხების მიზეზი „იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია“.

როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მათივე განცხადებით, სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი