იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ნაწილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპირებენ უპირობოდ გააგრძელონ ევროპული მომავლის დაცვა, რომელსაც საფრთხე “ქართულმა ოცნებამ” შეუქმნა.
“საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს. ის ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს. იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.
გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი! ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთის განცხადებას ხელს აწერს იუსტიციის სახლების 400-მდე თანამშრომელი, თუმცა განცხადება ღიაა და სია გაანხლებადი.
ამავე თემაზე:
- NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი აკრიტიკებს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე “ოცნების” გადაწყვეტილებას
- „ოცნების“ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებიც აკრიტიკებენ
- “მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს” – SDA-ის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებაზე
- განათლების სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი აკრიტიკებს “ოცნების” გადაწყვეტილებას
- გაუმართლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – თსუ-ს პროფესორთა ნაწილი