ახალი ამბები

რუსული კანონის რეესტრში განაცხადების მისაღებად იუსტიცია კვირასაც მუშაობს

1 სექტემბერი, 2024 •
რუსული კანონის რეესტრში განაცხადების მისაღებად იუსტიცია კვირასაც მუშაობს

რუსული კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში რეგისტრაციისთვის განაცხადები მისაღებად იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს.

იუსტიციის სახლის განცხადებით, დღეს, პირველ სექტემბერს, კვირას დღეს დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს შეუძლიათ მათ ფილიალებს 10:00-დან 17:00 საათამდე მიმართონ, საქართველოს 30 ქალაქში.

იუსტიციის სახლის განცხადებით, რუსული კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში დარეგისტრირების ვადა ორგანიზაციებისთვის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.


რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და  25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი