ახალი ამბები

მოქალაქეები იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

6 დეკემბერი, 2024 •
მოქალაქეები იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

დღეს, 6 დეკემბერს, მოქალაქეები თბილისის იუსტიციის სახლში საპროტესტო ბანერებით მივიდნენ.

ისინი მიმდინარე აქციის ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვნენ. ასევე, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.

თუმცა იუსტიციის სახლში მისულებს დაცვის სამსახურმა შენობა დაატოვებინა. როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტის ანა სუბელიანი ამბობს, მათი გამოსვლის შემდეგ იუსტიციის სახლის კარი ჩაკეტეს. ამის შემდეგ აქცია იუსტიციის სახლთან გააგრძელეს.

„ფაქტობრივად ძალადობით გამოგვაგდეს იუსტიციის სახლიდან. თუმცა ჩვენ შევძელით, რომ თანამშრომლებს და მოქალაქეებს გავაგონეთ ჩვენი ხმა, დისკომფორტიც შეექმნა იმას, ვისაც უნდა შეჰქმნოდა. თურმე სტვენამ და მეგაფონში შეძახილებმა შეაწუხათ და არ აწუხებთ დასახიჩრებული ადამიანები და ის, რომ სისტემა ყოველდღიურად აწამებს ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი გამოხატავენ პროტესტს და იბრძვიან ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის“, – განუცხადა „ტვ პირველს“ აქტივისტმა ანა სუბელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი