ახალი ამბები

იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

2 აგვისტო, 2023 • 1350
იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, ამის მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების შესაძლო არსებობის შესახებ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცა უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს და დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას:

„გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან. სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე“ ,— აცხადებენ იუსტიციის სახლში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი