ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ, იტყობინება მოძრაობა „ქარები“.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ „პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც მოგვპარა რაღაც“.
„ისტორიული დღეა. ევროპარლამენტის წინ ვშლით კარვებს ქართველები და ვიწყებთ შიმშილობას, კონკრეტული მოთხოვნით: არ აღიარონ გაყალბებული არჩევნების შედეგები, გამოფხიზლდეს დასავლეთი და დაასანქციროს ის პირები, ვინც გააყალბა არჩევნები“, – ამბობს იგი.
დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი შეიკრიბა. სხდომას დაესწრნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათვე აღიარეს პარლამენტის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რაც, კონსტიტუციონალისტების თქმით, იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს სარჩელის განხილვის დასრულებამდე შეკრების უფლება არ ჰქონდა.
გარეკანის ფოტო: მოძრაობა „ქარები“