„Русский военный корабль, иди на хуй“ — ამ წარწერით „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ბანერი გაშალეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა — თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ — ტრიბუნასთან, სადაც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანი მინისტრის საათის ფორმატში გამოდიოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პლაკატი ჩამოხია. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ქალ დეპუტატებს დარბაზი დაატოვებინა.
„ეს სამარცხვინო ინციდენტია და ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დებუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა. ეს არის დისკრედიტაცია მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი რაც მათ აქვს მოსხმული, არის ისტერია, რადიკალიზმი და ადამიანების ღირსების შელახვა“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა წუხილი გამოთქვა, რომ „კოლეგა კაცი დეპუტატები“ ქალებს არიან ამოფარებულები და იმდენი სითამამაე არ აქვთ, მსგავსი პერფორმანსი თვითონ გააკეთონ, გვერდში დაუდგნენ ქალებს ან თუ არ ეთანხმებიან, შეეწინააღმდეგონ.