ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სტეპანაკერტი იუწყება 27 დაღუპულსა და 200-ზე მეტ დაჭრილზე

20 სექტემბერი, 2023 • 2048
სტეპანაკერტი იუწყება 27 დაღუპულსა და 200-ზე მეტ დაჭრილზე

დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, 19 სექტემბრის 22:30-ის მდგომარეობით აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 27 ადამიანი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.

ომბუდსმენი აგრეთვე იტყობინება, რომ დაჭრილია 200 პირზე მეტი და აღნიშნავს, რომ სტატისტიკაში არაა შესული ინფორმაცია ასკერანისა და მარტუნის რეგიონებიდან, რომლებთანაც კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.

მასალების გადაბეჭდვის წესი