ახალი ამბები

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

12 სექტემბერი, 2023 • 1637
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 სექტემბერს, 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეწყალებულთაგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პატიმრობიდან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი