ახალი ამბები

მოხიბლული ვარ მათი მუშაობით — ბორელი არასამთავრობოებზე

8 სექტემბერი, 2023 • 1897
მოხიბლული ვარ მათი მუშაობით — ბორელი არასამთავრობოებზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბორელი ამბობს, მოხიბლულია მათი მუშაობით.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა და სასარგებლო დიალოგი მქონდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მოხიბლული ვარ მათი მუშაობით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა საკვანძოა“, — წერს ბორელი „ტვიტერზე“.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს, რონდელის ფონდის, ISFED-ის, „სამოქალაქო იდეის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ჟოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი