საზოგადოება

“ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს – 30-მდე NGO-ს განცხადება

12 აპრილი, 2024 • 659
“ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს – 30-მდე NGO-ს განცხადება

“ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება” – ასე აფასებს 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ისინი ყურადღებას  ამახვილებენ “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. კალაძის ეს განცხადება გუშინ, 11 აპრილს, “ქართული ოცნების” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“ქართული ოცნება” მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტიდასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად. რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია”, – აცხადებს სამოქალაქო სექტორი.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • დემოკრატიის მცველები;
  • ევროპის ფონდი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი);
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
  • პლატფორმა სალამ;
  • რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG);
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • სამოქალაქო იდეა;
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);
  • სასამართლოს გუშაგი;
  • საფარი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • საქართველოს მომავლის აკადემია;
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
  • ქალთა ფონდი საქართველოში;
  • ყვარლის ევროკლუბი;
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
  • იორმუღანლოს სათემო ცენტრი;
  • თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN);
  • წერტილი;
  • Tbilisi Pride.

მასალების გადაბეჭდვის წესი